ხველა არის ექიმთან ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი. განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის ე.წ ,,ქრონიკული ხველა”, რომელიც მოზარდებში გრძელდება 8 კვირა ან მეტ ხანს, ხოლო ბავშვებში 4 კვირა ან მეტი. შემთხვევათა დაახლოებით 40%-ში, ქრონიკული ხველის მიზეზი ძალიან რთული დასადგენია და იგი ძნელად ემორჩილება მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებს.
დღესდღეობით ფიქრობენ, რომ ასეთი ხველის მიზეზი არ არის ფილტვებსა და ბრონქებში განვითარებული პათოლოგიური პროცესები და ეს მდგომარეობა ვითარდება სასულის (სასუნთქი სისტემის ნაწილი) ლორწოვან გარსში არსებული ,,მექანორეცეპტორების” (მგძნობიარე ნერვული დაბოლოებების) მგრძნობელობის გაზრდის გამო. ამ მოვლენას კი, ხშირად, საფუძვლად უდევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ისეთი პათოლოგია, როგორიცაა გასტროეზოფაგმული რეფლუქსი. ამ დროს, საყლაპავსა და კუჭს შორის არსებული სპინქტერის უკმარისობის გამო, კუჭის მჟავე შიგთავსი ამოდის საყლაპავში, შემდეგ ხახაში და აქედან სასულეში ხვდება, რაც სასულის ლორწოვანის გაღიზიანებას და იქ არსებული ხველის რეცეპტორების აღგზნებას იწვევს.
ამ დროს, კლინიკურად გამოხატულია:
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გასტროზოფაგმული რეფლუქსი შესაძლებელია უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს (მუნჯი რეფლუქსი). მისი ერთადერთი გამოვლინება ხველაა.
აღნიშნული პრობლემის მკურნალობა ტრადიციული მეთოდებით ხშირად უშედეგოა, ამიტომ, საჭიროა ექიმის კონსულტაცია. დაგვიკავშირდით.
ავტორი: რამაზ ღულაძე (პედიატრი, იმუნოლოგ-ალერგოლოგი)